აშშ-ის საელჩო - აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას, რათა საზოგადოების ყველა ნაწილმა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობა შეძლოს
აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ ქვეყნის გახსნისას ტურიზმისთვის საზოგადოების ყველა ნაწილმა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობა შეძლოს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, საელჩო USAID/Georgia-ის დაფინანსებით ბათუმში დაწყებულ ახალ ინიციატივას ეხმაურება.
„ბათუმში დაწყებული ინიციატივა, რომელსაც USAID/Georgia აფინანსებს, უკვე დაეხმარა 150 ადამიანს მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სრულგანაკვეთიანი სამსახურის პოვნაში, ასევე 50 პროფესიონალს მიეცა დაპირება პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დასაქმებაზე.
ჯამში, საკადრო რესურსების განვითარების ინიციატივით, რომელიც კერძო სექტორის პარტნიორმა „Key Management Solutions”-მა შეიმუშავა, მასპინძლობის მენეჯმენტში მომზადდა 430-ზე მეტი ადამიანი აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.
ამ კვირაში პროექტის მონაწილეები USAID-ის ეკონომიკური ზრდის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ისაუბრეს, როგორ შეიძლება კვალიფიციური პროფესიონალები დაეხმარონ ტურიზმის ინდუსტრიას პანდემიის შემდგომ აღდგენასა და საქართველოს გრძელვადიანი ზრდისთვის უფრო მტკიცე ძალის შექმნაში.
ამ პროგრამის საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე მასპინძლობის სფეროს პროფესიონალები აწევენ მომსახურების დონეს, სამუშაოს შესრულების მოლოდინსა და ხელფასებს კვალიფიციური კადრებისთვის დასავლეთ საქართველოში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ ქვეყნის გახსნისას ტურიზმისთვის…
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on პარასკევი, 19 მარტი, 2021