აშშ-ის საელჩო - ამერიკელები და ქართველები შექმნილი არიან ხანგრძლივი მეგობრობისთვის, ჩვენ ველით ამ თანამშრომლობის მომდევნო ათწლეულებს
ამერიკელები და ქართველები შექმნილი არიან ხანგრძლივი მეგობრობისთვის, ჩვენ ველით ამ თანამშრომლობის მომდევნო ათწლეულებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ დღეს აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე აღინიშნება.
„ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს ჩვენი ძლიერი თანამშრომლობით, იქნება ეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება – გაძლიერება, ბიზნესებთან და მეწარმეებთან მუშაობით საქართველოს ეკონომიკის გაზრდა – გამრავალფეროვნება, თუ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის განმტკიცება, რამაც ქვეყანა ტერიტორიების უკეთ დასაცავად მოამზადა.
აშშ-საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის გამოხატულება მთელ საქართველოში გვხვდება. ამ თანამშრომლობის ნიშანია 100 სკოლა, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მეშვეობით. ეს პარტინორობა აღბეჭდილია ათასობით ამერიკელისა და ქართველი სამხედროს გულში, რომლებმაც ერთად ისწავლეს და იმსახურეს ნატო-ს სხვადასხვა საომარი მოქმედებების თეატრში. ამ მეგობრობას ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებში, რომლებმაც ერთად იმუშავეს C ჰეპატიტის დასამარცხებლად და რომლებიც კვლავ ებრძვიან COVID-ს. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით გამოხატულია აშშ-ის გაცვლითი პროგრამების 6 ათასზე მეტი მონაწილის წარმატებაში, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ, რათა ქვეყნის გაუმჯობესებაში შეიტანონ წვლილი. ამერიკელები და ქართველები შექმნილი არიან ხანგრძლივი მეგობრობისთვის. ჩვენ ველით ამ თანამშრომლობის მომდევნო ათწლეულებს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.