აშშ-ის საელჩო - ამერიკამ საქართველოს ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა გადასცა, რომელსაც თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკამ საქართველოს ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა გადასცა, რომელსაც თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.
„აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა. ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.
4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს“, – აცხადებენ საელჩოში.