აშშ-ის საელჩო - ახლად აღმოჩენილი მონეტის წყალობით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დავით აღმაშენებელს დაუკავშირდა, რაც ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა, ევროპული ოჯახის ნაწილია
აშშ-ის საელჩო - ახლად აღმოჩენილი მონეტის წყალობით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დავით აღმაშენებელს დაუკავშირდა, რაც ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა, ევროპული ოჯახის ნაწილია

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!

2021 წელი თქვენი თვალისმომჭრელი დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა. ეს სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა, რაც ერთი მთლიანი ევროპული ოჯახის ნაწილია“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე.

დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული, ორიგინალი მონეტა გასული წლის დეკემბერში უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.