აშშ-ის საარჩევნო კომისიის წევრი - ჩვენი დაკვირვებით, არჩევნების დღე იყო ძალიან მშვიდი, ცესკო-ს თანამშრომლები არიან კარგად მომზადებული
ჩვენი დაკვირვებით, არჩევნების დღე იყო ძალიან მშვიდი. ცესკო-ს თანამშრომლები არიან კარგად მომზადებული, – ამის შესახებ აშშ-ის საარჩევნო კომისიის წევრმა, კრისტი ენ მაკ კორმიკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ტექნოლოგია კარგად მუშაობდა.
„მქონდა შესაძლებლობა, დაკვირვება მეწარმოებინა თბილისში რამდენიმე საარჩენო უბანზე, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარესთან ერთად. ჩვენი დაკვირვებით, არჩევნების დღე იყო ძალიან მშვიდი. ცესკო-ს თანამშრომლები არიან კარგად მომზადებული და მშვიდები. ისინი შესანიშნავად ეხმარებოდნენ ამომრჩევლებს. ტექნოლოგია კარგად მუშაობდა“, – განაცხადა ტიტრი კრისტი ენ მაკ კორმიკმა.