აშშ-ის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში პალესტინის მხარდამჭერი აქციების დროს ათეულობით ადამიანი დააკავეს
აშშ-ის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, რომლის დროსაც ათეულობით ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დემონსტრაციები გაიმართა იელის უნივერსიტეტში, კონექტიკუტსა და ნიუ იორკის უნივერსიტეტში, მანჰეტენზე. სტუდენტები ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეჩერებას ითხოვდნენ.
გავრცელებული ცნობებით, იელის უნივერსიტეტში გამართული დემონსტრაციაზე, სულ მცირე, 47 მომიტინგე დააკავეს. უმაღლეს სასწავლებელში აცხადებენ, რომ მათ დისციპლინარული სასჯელი შეეხებათ.
ცნობისთვის, მანამდე პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა კოლუმბიის უნივერსიტეტშიც. ამის გამო უმაღლეს სასწავლებელში ორშაბათს ლექციები გააუქმეს.