მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ქალაქებში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლო არეულობებისთვის ემზადებიან
აშშ-ის ქალაქებში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლო არეულობებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. უსაფრთხოებისათვის დამატებით ზომებს მიმართეს ისეთმა უმსხვილესმა კომპანიებმა, როგორებიცაა „საქს მეხუთე ავენიუ“, „ნორდსტრომი“ და ფარმაცევტული ქსელი CVS.
აშშ-ის ქალაქებში, მათ შორის ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, მაღაზიების ვიტრინებზე ფიცრებს აკრავენ, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო ზიანი. გასულ კვირას მაღაზიების ქსელმა „უოლმარტმა“ განაცხადა, რომ მაღაზიაში გასაყიდად განთავსებულ ათასობით ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას დახლებიდან აიღებს. თუმცა მოგვიანებით, კომპანიამ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ამერიკის ქალაქებში მასობრივი არეულობა მოჰყვა, რა დროსაც რადიკალურმა ჯგუფებმა დაარბიეს მაღაზიები, ასევე სახელმწიფო შენობები. დაფიქსირდა მოროდიორობის ფაქტები.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, 3 ნოემბერს, არჩევნების დღეა. თუმცა 95 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი უფლებით უკვე ისარგებლა. პრეზიდენტის თანამდებობისთვის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იბრძვიან.