აშშ-ის ქალაქ ალბუკერკეში აქციის დროს ცეცხლი გახსნეს, დაშავდა ერთი პირი
აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში საპროტესტო აქციის დროს ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველებმა პოლიციელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეჭვმიტანილთა დაკავების მიზნით, დემონსტრაციის მონაწილეთა მიმართ ქიმიური ნივთიერებები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ნიუ-მექსიკოს სამოქალაქო დაცვის სახელით ცნობილი ულტრამემარჯვენე დაჯგუფების რამდენიმე წევრი.
ალბუკერკეში აქცია 25 მაისს გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად, რასიზმისა და პოლიციელთა სისასტიკის წინააღმდეგ იმართებოდა.