აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი რონ დესანტისი აიოვას შტატში ამომრჩევლებს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი რონ დესანტისი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. რესპუბლიკური პარტიის წევრი ამჯერად აიოვას შტატში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლიტიკა გააკრიტიკა.
ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა თქვა, რომ ჯო ბაიდენის ეკონომიკური პოლიტიკა მოქალაქეების ცხოვრების დონეზე უარყოფითად მოქმედებს.
„ჩვენ ვაპირებთ ფოკუსირებას მცირე ბიზნესზე და არა – დიდ ბიზნესზე. ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ ამერიკული ენერგეტიკული წარმოება, რათა ვიყოთ სრულად ენერგოდამოუკიდებელი ჩვენი საკუთარი რესურსებით აქ, შეერთებულ შტატებში. თუ დემოკრატები შეძლებენ ხელისუფლებაში მოსვლას 2024 წელს, ისინი შეეცდებიან აშშ-ის უზენაეს სასამართლოში მომხრეების გამრავლებას, ისინი შეეცდებიან ამომრჩეველთა კოლეგიის გაუქმებას და ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის კანონების გაუქმებას ამ ქვეყნის ყველა იურისდიქციაში. ეს შეუქცევად შეცვლის ამ ქვეყანას. და ჩვენ ვიქნებით იმ ორმოში, საიდანაც ამოსვლას ერთი თაობა დასჭირდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რონ დესანტისმა.