აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ხმის მიცემის წინასწარი უფლებით ისარგებლა
აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ხმის მიცემის წინასწარი უფლებით ისარგებლა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.
ჯო ბაიდენი დელავერის შტატში, ქალაქ უილმინგტონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, მეუღლესთან ერთად მივიდა.
აღსანიშნავია, რომ მისმა ოპონენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევანი უკვე გააკეთა. ის 24 ოქტომბერს ფლორიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მივიდა.
ხმის მიცემის წინასწარი უფლებით უკვე 75 მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიამართება.