აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის რამდენიმე საათში ტელედებატები გაიმართება
რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ტელედებატები გაიმართება.
ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთმანეთს მილიონობით ამომრჩევლის წინაშე დაუპირისპირდებიან.
90 წუთის განმავლობაში პრეზიდენტობის კანდიდატები ამომრჩევლებს საკუთარ პოზიციებსა და ხედვას წარუდგენენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, იმიგრაცია, ომი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთთან ურთიერთობები და სხვა შიდა თუ საგარეო საკითხები.
ამ ეტაპზე დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ოფიციალურ კანდიდატებად ჯერ არ დაუსახელებიათ. ეს პარტიების ყრილობებზე მოხდება. ყრილობები ივლისსა და აგვისტოში გაიმართება.