აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან მილიარდერი ტომ სტეიერი იქნება
მილიარდერი ტომ სტეიერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება დემოკრატიული პარტიიდან, – ინფორმაციას ამის შესახებ თავად სტეიერი ვიდეო მიმართვით ავრცელებს, რომელიც „იუთუბზე“ გამოქვეყნდა.
„დემოკრატების სხვა კანდიდატებსაც კარგი იდეები აქვთ, თუმცა მათი შესრულება წარმოუდგენელია, ვიდრე არ გაათავისუფლებთ დემოკრატიას მტრული კონტროლისგან“, – განაცხდა სტეიერმა ვიდეო მიმართვაში.
დემოკრატების პირველი ყრილობა 2020 წლის თებერვალში აიოვას შტატში გაიმართება.
რესპუბლიკური პარტიის ყრილობა კი, 2020 წლის 24-27 აგვისტოს, კაროლინას შტატში იგეგმება.
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 59-ე პრეზიდენტის არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.