აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლების განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნას
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლების განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნას.
„ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ამომრჩევლები ამას ეთანხმებიან “, – განაცხადა ბაიდენის ერთ-ერთმა მრჩეველმა „სიენენთან“ საუბრისას.
როგორც „სიენენი“ წერს, „აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის დებატების შემდეგ, დემოკრატების პანიკის მიუხედავად, პრეზიდენტის მრჩევლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან ზოგიერთი მათგანის მოწოდებას ბაიდენის მხრიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე“.
ამასთან, ბაიდენის საარჩევნო კამპანიის სპიკერის, სეთ შუსტერის განცხადებით, ჯო ბაიდენი არ დატოვებს რბოლას.
ცნობისთვის, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პარტიამ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატობიდან უნდა მოხსნას.