აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - პუტინი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში, როდესაც ჩვენ 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი გვყავდა ერაყსა და ავღანეთში, არ არსებობს მტკიცებულება, რომ საერთაშორისო ომებში ჩვენი მონაწილეობა კავშირშია რუსეთის ლიდერების გათვლებთან
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა ბაიდენის პოლიტიკაზე პუტინთან მიმართებით, ასევე იმის შესახებ, რომ აშშ-მა ავღანეთი დატოვა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა ჯეიკ სალივანი კონკურენტების ამ კრიტიკას. სალივანის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ საერთაშორისო ომებში აშშ-ის მონაწილეობა კავშირშია რუსეთის ლიდერების გათვლებთან.
„ვლადიმერ პუტინი, რომელიც მაშინ პრეზიდენტ მედვედევის უკან იდგა, 2008 წელს შეიჭრა საქართველოში, მაშინ, როცა ჩვენ 150 000 და მეტი ჯარისკაცი გვყავდა განლაგებული ერაყსა და ავღანეთში. ასე რომ, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ საერთაშორისო ომებში ჩვენი მონაწილეობა კავშირშია რუსეთის ლიდერების გათვლებთან, როდესაც ვსაუბრობთ პოსტსაბჭოთა სივრცეზე“, – განაცხადა სალივანმა.