აშშ-ის პრეზიდენტის ექიმი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი შესაძლოა, საავადმყოფოდან ხვალ გაწერონ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, საავადმყოფოდან ორშაბათს გაწერონ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ექიმების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბრაიან გარიბალდიმ ბრიფინგისას განაცხადა. ექიმის თქმით, თეთრი სახლის ლიდერმა „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატის, „რემდესივირის“ მეორე დოზა მიიღო და თავს კარგად გრძნობს
„ის ფეხზეა და გადაადგილდება. ჩვენ გვინდა, რომ მან ჭამოს, დალიოს და ფეხზე იყოს, თუ ის ისე კარგად იქნება, როგორც დღეს არის, ვიმედოვნებთ, რომ მას უკვე ხვალ გავწერთ. დონალდ ტრამპი მკურნალობის კურსს თეთრს სახლში გააგრძელებს“, – განაცხადა გარიბალდიმ.
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „კოვიდ-19“ 2 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის ამჟამად უოლტერ რიდის საავადმყოფოში მკურნალობს.