აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მზად არიან, რუსეთთან განიხილონ უკრაინის თაობაზე და სამხედრო წვრთნების შეზღუდვაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობა
ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან, რუსეთთან განიხილონ უკრაინის თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობა, ასევე ის, რომ თითოეულმა მხარემ შეზღუდოს სამხედრო წვრთნები და რეგიონში რაკეტების განლაგება შესაძლებლობა. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ორშაბათს, ჟენევაში დაგეგმილ გადამწყვეტ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონს კრემლთან საუბრისას ამავდროულად არ სურს, განიხილოს აშშ-ის ჯარების განლაგებაზე, ან მისი ძალების პოზიციებზე შეზღუდვები რეგიონში არსებულ ნატო-ს ქვეყნებში.
„საკითხის ნებისმიერი განხილვა იმ გადაფარვის სფეროებზე, სადაც ჩვენ პროგრესის მიღწევას შევძლებთ, უნდა იყოს ორმხრივი. ორივე მხარემ უნდა მიიღოს იგივე ვალდებულება“, – განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.