აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დემოკრატების მიერ მართულ ქალაქებში ძალადობის შეჩერების ერთადერთი გზა ძალაა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატების მიერ მართულ ქალაქებში ძალადობის შეჩერების ერთადერთი გზა ძალაა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ერთადერთი გზა, რომლითაც თქვენ შეაჩერებთ ძალადობას დანაშაულის მაღალი დონის მქონე, დემოკრატების მიერ მართულ ქალაქებში ძალაა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ის ქალაქებში არეულობა მოჰყვა. გასულ ღამეს საპროტესტო აქცია პორტლენდში კვლავ პოლიციასთან დაპირისპირებითა და დაკავებებით დასრულდა.