აშშ-ის პრეზიდენტი სიკვდილით დასჯით ემუქრება იმ პირს, ვინც ლოს ანჯელესში სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სიკვდილით დასჯით ემუქრება იმ პირს, ვინც ლოს ანჯელესში სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა.
„თუ ისინი მოკვდებიან, იქნება სწრაფი სასამართლო და სასიკვდილო განაჩენი მკვლელისთვის. ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად“, – წერს ტრამპი.
ცოტა ხნით ადრე კი, პრეზიდენტი მოქალაქეებს შერიფის მოადგილეთა სიცოცხლის გადასარჩენად ლოცვისკენ მოუწოდებდა.
„მათი ცხოვრება მნიშვნელოვანია, ლურჯების ცხოვრება მნიშვნელოვანია“, – წერდა დონალდ ტრამპი, სადაც ლურჯ უნიფორმაში გამოწყობილ სამართალდამცველებს მოიაზრებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლოს ანჯელესში სროლის შედეგად შერიფის ორი მოადგილე დაჭრეს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, მათი ჯამრთელობის მდგომარობა მძიმეა. ორივე დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ლოს ანჯელესის პოლიციაში აცხადებენ, ბოროტმოქმედმა ცეცხლი ავტომობილში მყოფ სამართალდამცველებს გაუხსნა. თავდასხმის მოტივი და ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.