აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან ვირტუალურ დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
პრეზიდენტის თქმით, ის არ გაფლანგავს დროს ვირტუალურ დებატებზე, რომლის მიზანი მისი მეტოქის დაცვაა.
„კომისიამ შეცვალა დებატების ფორმატი და ეს ჩვენთვის მიუღებელია. მე დავამარცხე ის პირველ დებატებში, დავამარცხე მარტივად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსის“ გადაცემაში.
მანამდე, დებატების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ 15 ოქტომბერს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის დაგეგმილი დებატები ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.