აშშ-ის პირველი ლედი და პრეზიდენტის 14 წლის ვაჟი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ
აშშ-ის პირველი ლედი და პრეზიდენტის 14 წლის ვაჟი ბარონი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, ნეგატიურია როგორც მისი, ასევე მისი ვაჟის ტესტების პასუხი.
„საბედნიეროდ, ის ძლიერი მოზარდია და სიმპტომები არ აღენიშნებოდა“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.
ვაჟის შემთხვევაში, ვირუსის უსიმპტომოდ მიმდინარეობას არგუმენტად იყენებს პრეზიდენტი ტრამპი და აშშ-ში სკოლების გახსნის წინადადებით გამოდის.
„ვფიქრობ, მან არც იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა, რადგან ისინი ახალგაზრდები არიან. მათი იმუნური სისტემა ძლიერია, მათ ვირუსის დამარცხება შეუძლიათ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა აიოვაში წინასაარჩევნო კამპანიაზე სიტყვით გამოსვლისას.
რაც შეეხება პირველი ლედის სიმპტომებს, მელანია ტრამპის თქმით, მას ხველა, თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება ჰქონდა.