აშშ-ის მთავრობამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი გადასცა
აშშ-ის მთავრობამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი გადასცა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში.
როგორც საელჩოში აცხადებენ, 155 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა პაციენტს ინდივიდუალურად მიაწვდის მაღალი კონცენტრაციის მქონე ჟანგბადს, რათა კოვიდპაციენტებისთვის მობილიზებულ სამასივე საწოლს ჟანგბადის საჭირო რაოდენობა ჰქონდეს
„COVID-19-ის გლობალური პანდემიის დასრულება ამერიკელი ხალხისა და მთავრობის პრიორიტეტია. დღემდე, ამ დაავადების ზემოქმედების შესამსუბუქებლად, აშშ-მა საქართველოს 9 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი დახმარება აღმოუჩინა. ამასთანავე, ვაქცინის გაზიარების ვალდებულება იქნა აღებული. ამჯერად აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით, აშშ-ის მთავრობამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი გადასცა.
$155,000 ღირებულების ეს აღჭურვილობა პაციენტს ინდივიდუალურად მიაწვდის მაღალი კონცენტრაციის მქონე ჟანგბადს, რათა კოვიდპაციენტებისთვის მობილიზებულ სამასივე საწოლს ჟანგბადის საჭირო რაოდენობა ჰქონდეს.
დღევანდელი გადაცემის ცერემონიაში ელჩმა კელი დეგნანმა მიიღო მონაწილეობა. საჩუქრად გადაცემული აღჭურვილობა აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია და ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით განხორციელდა“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.