აშშ-ის მთავრობამ ტაივანისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და დრონების გადაცემა დაამტკიცა
აშშ-ის მთავრობამ ტაივანისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და დრონების გადაცემა დაამტკიცა.
როგორც სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებში განმარტეს, ტაივანისთვის სხვადასხვა ტიპის სამხედრო პროდუქციის მიყიდვა ტაივანის უსაფრთხოებას გააძლიერებს.
მათივე განცხადებით, სამხედრო პროდუქციის მიყიდვა ასევე დაეხმარება პოლიტიკური სტაბილურობის, სამხედრო ბალანსის შენარჩუნებასა და რეგიონში ეკონომიკურ პროგრესს.