აშშ-ის მთავრობა „ამაზონის“, „ეფლის“,“ფეისბუქისა“ და „გუგლის“ მიერ ანტიმონოპოლიური კანონის შესრულებას შეამოწმებს
აშშ-ის მთავრობა „ამაზონის“, „ეფლის“,“ფეისბუქისა“ და „გუგლის“ მიერ ანტიმონოპოლიური კანონის შესრულებას შეამოწმებს

აშშ-ის მთავრობა „ამაზონის“, „ეფლის“,“ფეისბუქისა“ და „გუგლის“ მიერ ანტიმონოპოლიური კანონის შესრულებას შეამოწმებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. მათი თქმით, შემოწმება შესაძლოა უპრეცედენტო იყოს.

„ამაზონს“ და „ფეისბუქს“ ფედერალური სავაჭრო კომისია, ხოლო „ეფლს“ და „გუგლს“ იუსტიციის სამინისტრო შეამოწმებს. ჟურნალიტები არ გამორიცხავენ, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

როიტერსის“ ცნობით, კომპანიების შემოწმება დიდხანს გაგრძელდება. მაგალითისთვის, წარსულში „გუგლის“ საქმიანობის შესწავლას ორი წელი დასჭირდა.

3 ივნისს, შესაძლო შემოწმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, „ფეისბუქის“ აქციები 7,5 პროცენტით, ხოლო „ამაზონის“ – 4,6 პროცენტით გაიაფდა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ციფრული ბაზარზე კონკურენციის წესების დაცვის კვლევას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომისიაც ჩაატარებს. მანამდე დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ მსხვილ ამერიკულ კომპანიებს შეუზღუდავი ძალაუფლება აქვთ.

სოციალური მედიისა და „გუგლის“ მიმართ კრიტიკული შენიშვნა არაერთხელ გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპის მტკიცებით, სოციალური ქსელები და „გუგლიც“ კონსერვატიულ მედიაკომპანიებს და აქტივისტებს ზღუდავენ.