აშშ-ის მთავარი ვირუსოლოგი ფიქრობს, რომ ქვეყანაში კარანტინი აღარ გამოცხადდება
ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ვირუსოლოგი ფიქრობს, რომ ქვეყანაში კარანტინი აღარ გამოცხადდება.
ამის შესახებ განცხადება ენტონი ფაუჩიმ „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„არ ვფიქრობ, რომ კარანტინის რეჟიმში დავბრუნდებით. ჩვენ შევეცდებით, უკეთ გავაკონტროლოთ ქვეყნის ის ნაწილი, სადაც ვირუსი ხელახლა გავრცელდება“, – განაცხადა ფაუჩიმ.
აშშ-ის მთავარი ვირუსოლოგი ამბობს, რომ კარანტინისა და შეზღუდვების მოხსნა ადგილზე არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომაროებაზე უნდა იყოს დამოკიდებული.
მისივე თქმით, ვაქცინაზე მუშაობა კარგად მიმდინარეობს და მას იმედი აქვს, რომ ვაქცინა უახლოეს ხანში მზად იქნება.