აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი - ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების ნაწილობრივ დაბრუნება შესაძლოა, მაისიდან დაიწყოს
აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი - ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების ნაწილობრივ დაბრუნება შესაძლოა, მაისიდან დაიწყოს

აშშ-ში ნორმალური ცხოვრების ნაწილობრივ დაბრუნება შესაძლოა, მაისიდან დაიწყოს, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

ენტონი ფაუჩის თქმით, ეს არ იქნება ცხოვრების ძველ რეჟიმზე სწრაფი დაბრუნება.

„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ქვეყნის რომელ ნაწილში იმყოფებით, აფეთქების ხასიათზე, რომელსაც თქვენ უკვე შეეჯახეთ და აფეთქების საფრთხეზე, რომელიც არ გამოგიცდიათ“, – აღნიშნა ფაუჩიმ.

დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ 3 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები კვლავაც ჩატარდება, თუ მოსახლეობა მიიღებს ფრთხილ ზომებს, ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებისთვის.