აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი - მიმდინარე კვირა ცუდი იქნება, თუმცა იმედის სხივს ვხედავთ
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელ ენტონი ფაუჩის თქმით, ამ კვირაში აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება. ეს განცხადება ფაუჩიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.
თუმცა, მისივე თქმით, აშშ-ში ბოლო დღეებში საავადმყოფოებში უფრო ნაკლები პაციენტი გადაჰყვათ, ასევე მცირდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობაც.
„გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება, თუმცა რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ჩვენ ვხედავთ იმედის სხივის გაელვებას, რადგან როგორც წესი, გარდაცვლილების რაოდენობა მას შემდეგ იზრდება, რაც ეპიდემიის პიკი გადის. უკვე შემდეგ კი, ჩვენ შევძლებთ ეპიდემიის დაძლევას, ამიტომ აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა, რათა ეს ეპიდემიის დინამიკაზე აისახოს. უკვე შემდეგი კვირიდან ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ვირუსი უკან იხევს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.