აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ ზაფხულის შვებულებით სარგებლობა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ვირუსის გავრცელება შემცირდება
აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ ზაფხულის შვებულებით სარგებლობა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ვირუსის გავრცელება შემცირდება

ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ამერიკელები ზაფხულის შვებულებით სარგებლობას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ვირუსის გავრცელება შემცირდება. ეს განცხადება ენტონი ფაუჩმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„როდესაც ამას გავაკეთებთ და გავხსნით ქვეყანას, ამ ტერმინს ჩვენ ხშირად ვიყენებთ, მზად უნდა ვიყოთ, რომ როდესაც ინფექციების შემთხვევები ისევ დაფიქსირდება ჩვენ მას აგრესიული და ეფექტური ზომები დავახვედროთ. აღმოვაჩინოთ, მოვახდინოთ იზოლაცია, დავადგინოთ კვალი და დავრწმუნდეთ, რომ გავრცელება არ გვაქვს“, – განაცხადა ფაუჩმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, აპირებს თუ არა თავად ენტონი ფაუჩი ზაფხულს დასვენების გამოყენებას, რაზეც ფაუჩმა უპასუხა, რომ „მას შვებულება არ აქვს“.