აშშ-ის მიერ დაფინანსებული ავიარეისებით პანამამ არალეგალი მიგრანტების რეპატრიაციის პროცესი დაიწყო
აშშ-ის დაფინანსებით, პანამამ არალეგალი მიგრანტების რეპატრიაციის პროცესი დაიწყო.
მიგრანტები პანამიდან სამშობლოში აშშ-ის მიერ დაფინანსებული ავიარეისებით ბრუნდებიან.
რეპატრიაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც პანამის პრეზიდენტად ხოსე რაულ მულინო აირჩიეს.
საარჩევნო კამპანიის დროს მულინომ პირობა დადო, რომ დაბლოკავდა ჯუნგლებზე გამავალ გზას, რომელიც მხოლოდ შარშან აშშ-ში მოსახვედრად 500 000-მა სამხრეთამერიკელმა მიგრანტმა გამოიყენა. მათი უმეტესობა ვენესუელიდან, კოლუმბიიდან, ეკვადორიდან და ჰაიტიდანაა.
პანამიდან განხორციელებული პირველი რეისით სამშობლოში 26 სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი კოლუმბიელი მიგრანტი დააბრუნეს.
აშშ-ისა და პანამის ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონმა პანამას მიგრანტების ტრანსპორტირებისთვის ექვსი მილიონი დოლარი გამოუყო.