აშშ-ის კონგრესში შეთანხმდნენ, ევროპაში რუსეთის შეკავებისთვის 4,6 მილიარდი დოლარი გამოყონ
აშშ-ის კონგრესში შეთანხმდნენ, ევროპაში რუსეთის შეკავებისთვის 4,6 მილიარდი დოლარი გამოყონ

აშშ-ის კონგრესში გადაწყვიტეს, „ევროპაში რუსეთის შეკავებისთვის“ 4,6 მილიარდი დოლარი გამოყონ. ამის შესახებ შეთანხმებას აშშ-ის კონგრესისი ორივე პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მიაღწიეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2018 წლის ბიუჯეტიდან „ევროპაში რუსეთის შეკავების მიზნით” გამოყოფილი თანხიდან 100 მილიონი დოლარი ბალტიისპირეთის სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე დაიხარჯება.

ამავე დოკუმენტში საუბარია უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების გამოყოფაზე, მათ შორის ლეტალური შეიარაღების შესაძენად. თუმცა პროექტის მიხედვით, პენტაგონი ამ თანხას სრულად ვერ აითვისებს, თუ თავდაცვის მდივანი არ დაარწმუნებს კონგრესს, რომ კიევმა თავდაცვის სფეროში საჭირო რეფორმები გაატარა.

კომიტეტში ასევე შეთანხმდნენ რომ აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის თანხას არ გამოყოფენ.

ამას გარდა, აშშ-ის თავდაცვის უწყებას „კასპერსკის” პროდუქციის გამოყენება აეკრძალება.
აღნიშნული პროექტი ჯერ წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.