აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ახალი კანონპროექტი წარადგინეს
აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ახალი კანონპროექტი წარადგინეს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ახალი კანონპროექტი წარადგინეს.

კანონპროექტი ორი ან მეტი რუსული ბანკის აქტივების დაბლოკვას ითვალისწინებს.

შეზღუდვები შესაძლოა, შეეხოს „სბერბანკს“, „ვითიბის“ და „გაზპრომბანკს.“

კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია რუსული ბანკების ანგარიშების გახსნაზე ზომების გამკაცრება ან აკრძალვა. დოკუმენტი ასევე კრძალავს რუსეთის სუვერენულ ვალებთან გარიგებას და ენერგოსექტორში ნებისმიერ ინვესტიციას.

კანონპროექტის თანახმად, შეზღუდვები უნდა დაწესდეს მანამდე, ვიდრე არ დადასტურდება, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ზედიზედ ორი ციკლის განმავლობაში არ ჩარეულა.