აშშ-ის კონგრესში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა
აშშ-ის კონგრესში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამერიკული მედია ასევე აშშ-ის კონგრესში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია, დემონსტრანტები როგორ ამსხვრევენ კონგრესის შენობის ფანჯრებს.
აშშ-ის კონგრესში არეულობასთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა, რიჩარდ გრენელმაც გაავრცელა. მან სამართალდამცველებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დააკავონ ყველა პირი, რომელიც ძალადობაში მონაწილეობს. გრენელმა ასეთ ქმედებას „არაამერიკული“ უწოდა.