აშშ-ის კონგრესში განვითარებულ მოვლენებს ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი გამოეხმაურნენ
აშშ-ის კონგრესში დღეს განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი გამოეხმაურნენ.
„ისტორია მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმში წაქეზებულ ძალადობას, რომელიც უსაფუძვლოდ იტყუებოდა კანონიერი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, სამართლიანად დაიმახსოვრებს როგორც ჩვენი ერის დიდ სირცხვილს და და დამცირებას“, – წერს აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა.
„დღეს ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო თავდასხმა კაპიტოლიუმზე, კონსიტუციასა და ქვეყანაზე. თავდასხმა განპირობებული იყო ოთხზე მეტწლიანი მომწამვლელი პოლიტიკით და მიზანმიმართული დეზინფორმაციით, რომელიც ჩვენი სისტემის მიმართ უნდობლობას თესავდა და ამერიკის მოქალაქეებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობდა“, – აღნიშნულია ბილ კლინტონის განცხადებაში, რომელიც მან „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.