აშშ-ის კონგრესმა რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი“ სავაჭრო პარტნიორის სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა
აშშ-ის კონგრესმა რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი“ სავაჭრო პარტნიორის სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი“ სავაჭრო პარტნიორის სტატუსის ჩამორთმევას და ნავთობის იმპორტის აკრძალვას.

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის სენატში რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების გამკაცრებას ასივე სენატორი მიემხრო.

სენატის შემდეგ კანონპროექტმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გადაინაცვლა, სადაც რუსეთისთვის სავაჭრო სტატუსის ჩამორთმევას 420-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი სამის წინააღმდეგ, ნავთობის იმპორტის შეზღუდვას კი, 413-მა კონგრესმენმა, ცხრა კი წინააღმდეგი იყო.

პროცედურის თანახმად, კანონპროექტს ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი, რომელიც ცნობილია, რომ აღნიშნულ ზომებს მხარს უჭერს.