აშშ-ის კონგრესმა ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს
აშშ-ის კონგრესმა ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა დაამტკიცა. როგორც წარმომადგენელთა პალატის „ტვიტერის“ გვერდზეა აღნიშნული, კანონს მხარი დაუჭირა 417-მა კანონმდებელმა, წინააღმდეგი იყო 10.
ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა ბოლოს აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა. ახლა კანონი საშუალებას მისცემს ვაშინგტონს, უკრაინას შეიარაღება უფრო სწრაფად და ეფექტური გზით გადასცეს. შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერებიც.
ეს კანონი იძლევა საშუალებას, რომ აშშ-მა უკრაინას შეიარაღება და აღჭურვილობა დე ფაქტო საჩუქრად გადასცეს, გადახდა კი კიევს მოგვიანებით მოუწევს.