აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპის თავდაცვის ბიუჯეტის ვეტო დაძლია
აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპის თავდაცვის ბიუჯეტის ვეტო დაძლია

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თავდაცვის ბიუჯეტის ვეტო დაძლია.

აღსანიშნავია, რომ ეს არის კონგრესის მხრიდან ტრამპის ვეტოს დაძლევის პირველი შემთხვევა მისი პრეზიდენტობის განმავლობაში. რესპუბლიკელების კონტროლირებულმა სენატმა სესია ახალი წლის დღეს გამართა.

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს სენატის 81-მა წევრმა მისცა ხმა, 13 კი წინააღმდეგი იყო.

კონგრესის ორივე პალატაში ვეტოს დასაძლევად ხმების ორი მესამედი იყო საჭირო. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ვეტო წარმომადგენელთა პალატამ დაძლია.

2021 წელს აშშ-ის თავდაცვითი ხარჯებისთვის 740 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.

დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგებოდა ავღანეთიდან და ევროპიდან ჯარების გაყვანის შეზღუდვას და სამხედრო ბაზებზე კონფედერატების ლიდერების სახელების გაუქმებას.