აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაცვას მოემსახურება
აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაცვას მოემსახურება

აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაცვას მოემსახურება.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, კანონს მხარი კონგრესის ქვედა პალატაში 258 კონგრესმენმა დაუჭირა, 169 კი წინააღმდეგი წავიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს კანონი უკვე დამტკიცებული აქვს სენატს. ამიტომაც მის ამოქმედებას ახლა მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.

„როიტერის“ ცნობით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალური სტატუსის დასაცავად კანონის მიღება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო, სადაც უმრავლესობაში კონსერვატორი მოსამართლეები არიან, მზადაა, გადახედოს 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ერთნაისქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა.

ახალი კანონი მისცემს საშუალებას ფედერალურ მთავრობასა და შტატებს, აღიაროს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თუ ის იმ შტატებში გაფორმდა, სადაც მსგავსი ქორწინება ლეგალურია.