აშშ-ის კონგრესმა ბენიამინ ნეთანიაჰუ კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვია
აშშ-ის კონგრესმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვია. ამის შესახებ კონგრესის მიერ გავრცელებულ ბენიამინ ნეთანიაჰუსადმი გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელსაც ხელს აწერენ: სპიკერი მაიკ ჯონსონი, სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, სენატის უმცირესობის ლიდერები მიტჩ მაკკონელი და წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატების“ ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი.
„ჩვენ ვუერთდებით ისრაელის სახელმწიფოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა „ჰამასს“ ამერიკელები და ისრაელის მოქალაქეები მძევლად ჰყავს და მისი ლიდერები საფრთხეს უქმნიან რეგიონულ სტაბილურობას. ჩვენ წინაშე არსებული ეგზისტენციალური გამოწვევები, მათ შორის, ირანს, რუსეთსა და ჩინეთს შორის გაზრდილი პარტნიორობა, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, მშვიდობას და კეთილდღეობას ჩვენს ქვეყნებსა და მსოფლიოში თავისუფალი ხალხებისთვის. ჩვენი გრძელვადიანი ურთიერთობის გასამყარებლად და ამერიკის ისრაელისადმი მხარდაჭერის ხაზგასასმელად გიწვევთ, რომ გაგვიზიაროთ ისრაელის მთავრობის ხედვა დემოკრატიის დაცვის, ტერორის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეგიონში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესახებ“, – წერია წერილში.