აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა კვლავ ვერ შეძლო
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა კვლავ ვერ შეძლო.
კევი მაკარტის კანდიდატურას კანონმდებლებმა კიდევ სამჯერ უყარეს კენჭი, მაგრამ რესპუბლიკელების კანდიდატმა საჭირო ხმების მოგროვება ვერ შეძლო.
კონგრესის ქვედა პალატაში კენჭისყრა ორ დღეში ექვსჯერ ჩატარდა. 20-მდე კონსერვატორი კალიფორნიელი რესპუბლიკელის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს. კევინ მაკარტიმ 201 ხმის აღება მოახერხა.
„სიენენის“ ინფორმაციით, კევინ მაკარტი საჭირო 218 ხმის მოსაპოვებლად დათმობებისთვის მზადაა. მათ შორის არის წესების ცვლილების შეთავაზებაზე დათანხმება, რომელიც საშუალებას მისცემს მხოლოდ ერთ წევრს, მოითხოვოს კენჭისყრა მოქმედი სპიკერის გადაყენების თაობაზე.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დღეს ისევ შეიკრიბება. სპიკერის არჩევამდე პალატაში არჩეული წარმომადგენლები ვერ დადებენ ფიცს, რის გამოც კონგრესის ქვედა პალატა ვერ შეძლებს ფუნქციონირებას.