აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, მე-15 კენჭისყრის შედეგად, სპიკერად კევინ მაკარტი აირჩია
მე-15 კენჭისყრის შედეგად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კევინ მაკარტი სპიკერად აირჩიეს.
მაკარტიმ 216 დელეგატის ხმა მიიღო. ბოლო 163 წლის განმავლობაში ეს კონგრესის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი არჩევნები იყო. ასევე, კონგრესის ისტორიაში პირველად, დემოკრატების ლიდერი აფროამერიკელი წარმოშობის ჰაკიმ ჯეფრისი გახდა.
კევინ მაკარტის სპიკერად არჩევა უკვე მიულოცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მასთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. მაკარტის მიულოცა ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.