აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეუზღუდა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც დონალდ ტრამპისთვის ირანთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედებების შეზღუდვას ითვალისწინებს. დოკუმენტის სასარგებლოდ 224 კანონმდებელმა დააფიქსირა ხმა, წინააღმდეგი 194 იყო.
რეზოლუცია პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას იქამდე უკრძალავს, ვიდრე კონგრესის ნებართვა არ იქნება.
აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის მაიკ პომპეო, კონგრესის წევრებს შეხვდნენ და ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.