აშშ-ის კონგრესის ექვსი წევრი, რომელთაგან რამდენიმეს კონტაქტი დონალდ ტრამპთანაც ჰქონდა, თვითიზოლაციაშია
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ექვსი წევრი, რომელთაგან რამდენიმეს კონტაქტი ქვეყნის პრეზიდენტთანაც ჰქონდა, თვითიზოლაციაშია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესმენები თვითიზოლაციაში მას შემდეგ მოექცნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კონსერვატორთა კონფერენციაზე ერთ-ერთ ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.
თვითიზოლაციაშია კონგრესმენი ტედ კრუზი. კრუზი ამბობს, რომ მან დაინფიცირებულს ხელი ჩამოართვა. კრუზი ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომი არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. ის მომდევნო 14 დღის განმავლობაში ტეხასში საკუთარ სახლში დარჩება.
ასევე თვითიზოლაციაშია მეტ გაეთზი. კონგრესმენი ამბობს, რომ მას არანაირი სიმპტომი არ აქვს, ტესტირება უკვე ჩაიტარა და ახლა პასუხებს ელოდება. გათზი პრეზიდენტ ტრამპთან ერთად იმყოფებოდა ორშაბათს.
იზოლაციაშია კონგრესმენი დოუგ კოლინსი. გაატსის მსგავსად კოლინსაც პრეზიდენტთან ჰქონდა კონტაქტი. მან დაავადებათა კონტროლის ცენტრში მისვლისას დონალდ ტრამპს ხელი ჩამოართვა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესმენები უსაფრთხოების მიზნით მომდევნო 14 დღის განმვალობაში თვითიზოლაციაში იქნებიან.