აშშ-ის კონგრესი დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ჩვენების მისაცემად იძახებს
აშშ-ის კონგრესი დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ჩვენების მისაცემად იძახებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იმ კომიტეტმა მიიღო, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის საქმეს იძიებს.
ტრამპის გამოძახების გადაწყვეტილებას მხარი კომიტეტის ცხრა წევრმა მიიღო.
დათანხმდება თუ არა ტრამპი კონგრესში ჩვენების მიცემას ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა. ასობით ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.