აშშ-ის კონექტიკუტის შტატში კორონავირუსით ექვსი კვირის ჩვილი გარდაიცვალა
აშშ-ის კონექტიკუტის შტატში კორონავირუსით ექვსი კვირის ჩვილი გარდაიცვალა

აშშ-ის კონექტიკუტის შტატში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შედეგად ექვსი კვირის ჩვილი გარდაიცვალა. შტატის გუბერნატორის, ნედ ლამონის განცხადებით, ჩვილი კლინიკაში გასულ კვირას დამძიმებულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბავშვისთვის სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილი ჩვილი, ყველაზე პატარა პაციენტია, რომელიც ახალ კორონავირუსს ემსხვერპლა.