აშშ-ის კომპანიებმა ივნისში, რეკორდული, 4.8 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნეს.
ერთ თვეში, ესაა ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი მას შემდეგ, რაც 1939 წელს შრომის დეპარტამენტმა ჩანაწერების აღრიცხვა დაიწყო.
სამუშაო ადგილების შექმნა ქარხნებისა და რესტორნების გახსნამ განაპირობა.
ეკონომისტები გასულ თვეში მაქსიმუმ 3 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობდნენ.
„ბიბისი“ წერს, რომ აშშ-ში სამუშაო ადგილების რაოდენობა ორი თვეა, იზრდება, თუმცა დასაქმების მაჩვენებელი ეპიდემიის დაწყებმადე არსებულ მაჩვენებელს 16 მილიონით ჩამორჩება.
აშშ-ში სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდა სამთავრობო „ხელფასების დაცვის პროგრამით“ აიხსნება, რომელიც წარმოებებს სესხებს აძლევს.
ამასთან, შესაძლოა, სესხები ბიზნესებს ნაწილობრივ აპატიონ, თუ ის შრომის ანაზღაურებისთვის იქნება გამოყენებული.