აშშ-ის ხუთ შტატში, უამინდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ზამთრის შტორმი დაატყდა თავს. აშშ-ის ხუთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
მედიის ინფორმაციით, თოვლისა და ქარიშხლის საფრთხის გამო ქვეყანაში 6 000-მდე ფრენა გაუქმდა. მასაჩუსეტში 100 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სინოპტიკოსების განცხადებით, ცივი ჰაერის და ზღვის თბილი ჰაერის შერევამ ატმოსფერული წნევის სწრაფი ვარდნა გამოიწვია, რაც ციკლონს იწვევს.