აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებზე ათჯერ მეტი იყოს
აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რიცხვი შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებზე ათჯერ მეტი იყოს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, კორონავირუსით შესაძლოა, მოსახლეობის 5-8 პროცენტი დაავადდა.
„ყველა შემთხვევაზე, რომელიც დადასტურდა, ფაქტობრივად ათი სხვა ინფექცია იყო“, – აღნიშნა რედფილდმა.
შეფასება ემყარება ანტისხეულების ტესტების მასშტაბურ კვლევებს. „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ აშშ-ის ხელისუფლების ვარაუდით, მილიონობით ადამიანი ისე დაინფიცირდა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ასევე მრავალი შემთხვევა გამოტოვებულ იქნა ტესტირების ხარვეზების გამო.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში ოფიციალურად 2.4 მილიონამდე შემთხვევა დადასტურდა, 122 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.