აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა
აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც „საწვავის სუნი ასდიოდა“ და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ამის შესახებ კაპიტოლიუმის პოლიცია ავრცელებს ინფორმციას.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიცია განმარტავს, რომ მამაკაცი უსაფრთხოების მიზნით შემოწმების დროს გააჩერეს.
დაკავებისას მამაკაცმა პოლიციელებს განუცხადა, რომ მას კონგრესში მისვლა სურდა.
აშშ-ის კაპიტოლიუმის ცენტრი დღის განმავლობაში ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება.