აშშ-ის კაპიტნები კემბა ვოკერი, დონოვან მიჩელი და მარკუს სმარტი იქნებიან | ჩინეთი 2019
აშშ-ის კაპიტნები კემბა ვოკერი, დონოვან მიჩელი და მარკუს სმარტი იქნებიან | ჩინეთი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მზადებას ასრულებს.

გრეგ პოპოვიჩს გუნდიდან კიდევ ერთი კალათბურთელის გაშვება მოუწევს. ამჟამად, ამერიკა 13 კალათბურთელით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთ მათგანს ეროვნული ნაკრების დატოვება მოუწევს.

„ენ ბი სი სპორტთან“ (NBC Sports) მიცემულ ინტერვიუში კემბა ვოკერმა მოახლოვებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა. „ბოსტონ სელტიკსის“ გამთამაშებელის განცხადებით, ამერიკის ნაკრების კაპიტნები ის, მარკუს სმარტი და დონოვან მიჩელი იქნებიან.

შეგახსნებთ, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდი პირველ შეხვედრას პირველ სექტემბერს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.