აშშ-ის ჯორჯიის შტატში, მეფრინველეობის საწარმოში თხევადი აზოტის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ის ჯორჯიის შტატში, მეფრინველეობის საწარმოში თხევადი აზოტის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად ასევე ჰოსპიტალიზებულია ცხრა ადამიანი. მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა გეინსვილში მოხდა. თხევადი აზოტი ჩვეულებრივ სამაცივრე სისტემაში გამოიყენება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.