აშშ-ის ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელით გადაითვლიან. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. საუბარია ხუთ მილიონ ხმაზე. უპრეცედენტო ფაქტის შესახებ მოქალაქეებს ჯორჯიის სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსპერგერმა ამცნო.
სიახლეს უკვე გამოეხმაურნენ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლები და მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასეს. ხმების დათვლის პროცესი შტატის 159-ვე ოლქში დაიწყება და სავარაუდოდ 20 ნოემბრისთვის დასრულდება.